The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გერმესაშვილი

სხვა სახელი:ლადო
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 1953  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1929 წელს.

1929-1931წწ. მივლინებული იყო მოსკოვის კ. სტანისლავსკის  სტუდიაში; ამავე წლებში გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის  სცენაზე. 1937 წელს მონაწილეობდა  მოსკოვში ქართული ხელოვნების I დეკადაზე;. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი–ლირიკული ტენორი. შესრულებული აქვს შემდეგი საოპერო პარტიები: მალხაზი, აბესალომი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), კოტე ("ქეთო და კოტე"), პავლე (შ. თაქთაქიშვილის "დეპუტატი"), ჰერცოგი (ჯ. ვერდის "რიგოლეტო"), ალმავივა (ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), ვლადიმერ იგორის ძე (ა. ბოროდინის "თავადი იგორი"), აშუღი (ა. სპენდიარიანის "ალმასტი"). 40–იანი წლებიდან მუშაობდა საქართველოს რადიოს სოლისტად.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.600

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ვანო სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია
    პირველი სტიპენდიანტი

გააზიარე: