შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ გოგორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ვანის რაიონი, სოფელი ბზვანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1928 წელს. 1930 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში; 1929-1972წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1953-1948წწ. იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე; საფუძველი ჩაუყარა საქართველოში კომპლექსნაერთთა კვლევას, დაამუშავა და წარმოებაში დანერგა ნაბურღი წყლებიდან იოდის მიღების ახალი მეთოდი, შეიმუშავა მადნეულის სპილენძის სულფიდური მადნების გადამუშავების ავტოკლავურ–ჰიდრომეტალურგიული მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1956). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.70
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |