The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ გოგორიშვილი

პლატონ გოგორიშვილი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1977  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი, სოფელი ბზვანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1928 წელს.

1930 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში; 1929-1972წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1953-1948წწ. იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე; საფუძველი ჩაუყარა საქართველოში კომპლექსნაერთთა კვლევას, დაამუშავა და წარმოებაში დანერგა ნაბურღი წყლებიდან იოდის მიღების ახალი მეთოდი, შეიმუშავა მადნეულის სპილენძის სულფიდური მადნების გადამუშავების ავტოკლავურ–ჰიდრომეტალურგიული მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1956).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.70


გააზიარე: