შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გერსევანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიკოპოლი, ხარკოვის ოლქი. დაამთავრა პეტერბურგის მთავარი საინჟინრო სასწავლებელი 1851 წელს. 1857 წლიდან პეტერბურგის მთავარი საინჟინრო სასწავლებლის პედაგოგი. იკვლევდა საზღვაო ჰიდროტექნიკის საკითხებს. მან მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საფუძველი ჩაუყარა გამოყენებით საზღვაო ჰიდროტექნიკურ მეცნიერებას, თეორიულად დაამუშავა საზღვაო ნაგებობათა და გარემოს ურთიერთმოქმედების პროცესები; 1862-1868წწ. იყო კრონშტადტის, ნიკოლაევის, ქერჩის, ოდესის ნავსადგურების მშენებლობის კონსულტანტი; 1868-1883წწ. - კავკასიის სამოქალაქო ნაგებობებისა და გზატკეცილების მშენებლობათა მთავარი ინჟინერი; მისი ხელმძღვანელობით კავკასიაში გაიყვანეს გზატკეცილები, რკინიგზის ხაზები, ააგეს საირიგაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობანი და სხვ.; 1883-1901წწ. იყო პეტერბურგის გზათა მიმოსვლის ინჟინერთა ინსტიტუტის დირექტორი; მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (1850), რომელიც ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში; იგი აგრეთვე იყო თბილისის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი. ინჟინერ - მშენებელი და მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.601; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.196 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |