The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გერსევანოვი

მიხეილ გერსევანოვი
ოფიციალური სახელი:მიხეილ გარსევანიშვილი
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1830
გარდაცვ. თარიღი:29 მაისი, 1907  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიკოპოლი, ხარკოვის ოლქი. 

დაამთავრა პეტერბურგის მთავარი საინჟინრო სასწავლებელი 1851 წელს.

1857 წლიდან პეტერბურგის მთავარი საინჟინრო სასწავლებლის პედაგოგი. იკვლევდა საზღვაო ჰიდროტექნიკის საკითხებს. მან მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საფუძველი ჩაუყარა გამოყენებით საზღვაო ჰიდროტექნიკურ მეცნიერებას, თეორიულად დაამუშავა საზღვაო ნაგებობათა და გარემოს ურთიერთმოქმედების პროცესები; 1862-1868წწ. იყო კრონშტადტის, ნიკოლაევის, ქერჩის, ოდესის ნავსადგურების მშენებლობის კონსულტანტი; 1868-1883წწ. - კავკასიის სამოქალაქო ნაგებობებისა და გზატკეცილების მშენებლობათა მთავარი ინჟინერი; მისი ხელმძღვანელობით კავკასიაში გაიყვანეს გზატკეცილები, რკინიგზის ხაზები, ააგეს საირიგაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობანი და სხვ.; 1883-1901წწ. იყო პეტერბურგის გზათა მიმოსვლის ინჟინერთა ინსტიტუტის დირექტორი; მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (1850), რომელიც ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში; იგი აგრეთვე იყო თბილისის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი. ინჟინერ - მშენებელი და მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.601; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.196

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ალპური კლუბი, დამაარსებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: