The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ხახუტაიშვილი

დავით ხახუტაიშვილი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1999  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალამბარი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს.

1954-1995წწ. იყო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, განყოფილების გამგე; 1978-1999წწ. ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო წერილი და 10-მდე წიგნი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "უფლისციხე და იბერიის ისტორიის საკითხები", დაიცვა 1967.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999.  - გვ. 412; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.400; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 138-139

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსთველის საზოგადოების აჭარის ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1988-1990)
  • საქართვეელოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1989-1990)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-1999)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1993-)
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1981 - ბათუმის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: