The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო გოგოძე

დაბადების თარიღი:8 მაისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1977  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, კრიტიკოსი, პედაგოგი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სასცენო ფაკულტეტი 1935 წელს.

1938-1954წწ. ასწავლიდა კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" არსებულ სამსახიობო სკოლაში; 1971-1977წწ. ხელმძღვანელობდა თავისსავე ინიციატივით დაარსებულ კინომუზეუმს; ავტორი და თანაავტორია ქართული ფილმების სცენარებისა, მათ შორის: "დაკარგული სამოთხე" (1940, ვ. კარსანიძესთან ერთად), "დაგვიანებული სასიძო" (1939), "ქაჯანა" (1941, ნ. ლომოურის მოთხრობის მიხედვით), "მაგდანას ლურჯა" (1955, ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით), "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..." (1958, კ. პიპინაშვილთან ერთად); მისივე სცენარით გადაიღეს მულტფილმები: "ვეფხვი და ვირი" (1960), "ლურჯა" (1970); დოკუმენტური ფილმები: "გენერალ–პოლკოვნიკი ლესელიძე" (1944), "საქართველოს მზიური სანაპიროები" (1949), "ვლადიმერ მაიაკოვსკი საქართველოში", "ალაზნის ველი" (1954), "ქართული ფოლადი" (1961); კინოკრიტიკოსი.

  წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.70

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: