შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დამიანე გოგოხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გალის რაიონი, სოფელი ბარღები. დაამთავრა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1941 წელს; უმაღლესი პარტიული სკოლა 1944 წელს; სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1954 წელს. 50-70–იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე; 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ისტორიის სოციალური, ეკონომიური განვითარების მეცნიერული შესწავლა; ამ პრობლემას მიუძღვნა მონოგრაფია – "აფხაზეთის ასსრ სოციალ–ეკონომიური და კულტურული განვითარება" (1961-1985); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |