The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დამიანე გოგოხია

დამიანე გოგოხია
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1991  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გალის რაიონი, სოფელი ბარღები.

დაამთავრა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1941 წელს; უმაღლესი პარტიული სკოლა 1944 წელს; სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1954 წელს.

50-70–იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე; 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ქართველი და აფხაზი ხალხების ერთობლივი ისტორიის სოციალური, ეკონომიური განვითარების მეცნიერული შესწავლა; ამ პრობლემას მიუძღვნა მონოგრაფია – "აფხაზეთის ასსრ სოციალ–ეკონომიური და კულტურული განვითარება" (1961-1985); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.71

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერული და პოლიტიკური ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება "ცოდნის" გამგეობა, თავმჯდომარე (1973-1980)
  • საქართველოს მინისტრთა საბჭოს ბეჭვდითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტი, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: