შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა გოგოხია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფახულანი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 1950-1973 წწ. იყო აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი; 1974-1998წწ. მუშაობდა ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის აფხაზეთის სამედიცინო–დემოგრაფიული ლაბორატორიის გამგედ; 1990 წლიდან იყო საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის დირექტორი; იკვლევდა კურორტოლოგიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის, მედიცინის ისტორიის, ადამიანის ფიზიკური განვითარებისა და გერონტოლოგიის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გერონტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.71; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |