The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი გოგუა

დაბადების თარიღი:15 მარტი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფელი გუფი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1955 წელს; მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 1960 წელს.

იყო ჟურნალ "ამცაბზის" მთავარი რედაქტორი; 1948 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები; 1957 წელს პირველი პროზაული კრებული – "მდინარე ისწრაფვის ზღვისკენ"; ავტორია რომანისა – "შარავანდედი" (1966); კრებულებისა: "თოვლი და ელვა" (1964), "წყლის გემო" (1966), "მშვენიერი თმა" (1970), "თეთრი ცვარი" (1972), "პატარა შმაგუ და დიდი შმაგუ"(1976); პროზაული კრებულებისა: "თეთრი ცხენი" (1965), "თაქარას თვალები" (1969), "ოლიმპიადა" (1979); პიესისა –  "ნასესხები დღე" (1969), რომელიც დაიდგა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის თეატრში; აფხაზი მწერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.72

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია, "ხუთწლედის მატიანე"
  • 1974 - დიმიტრი გულიას სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ცისარტყელა : აფხაზი მწერლის მოთხრობა უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1969. - 15გვ.
  • თაქარას თვალები : აფხაზი მწერლის მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1969. - 95გვ.
  • თეთრი ცხენი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1965. - 58გვ.

გააზიარე: