შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ხარატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს, ასპირანტურა 1961 წელს. 1961 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1961-1966წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის, 1966-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამე; 1972-1981წწ. მართვის სისტემების დირექტორი; 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1981 წლიდან კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა: "დაგვიანებითი ოპტიმალური პროცესები" (1966), "აბსტრაქტული ვარიაციული თეორია და მისი გამოყენება დაგვიანებით ოპტიმალურ ამოცანებში" (1973). მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ექსტრემალური ამოცანები წრფივ ტოპოლოგიურ სივრცეებში", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 410; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.404 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |