The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ხარატიშვილი

გურამ ხარატიშვილი
Date of birth:14 January, 1934
Date of death:8 September, 2009  (at 75 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს, ასპირანტურა 1961 წელს.

1961 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1961-1966წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის, 1966-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამე; 1972-1981წწ. მართვის სისტემების დირექტორი; 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1981 წლიდან კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი)ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა: "დაგვიანებითი ოპტიმალური  პროცესები" (1966), "აბსტრაქტული ვარიაციული თეორია და მისი გამოყენება დაგვიანებით ოპტიმალურ ამოცანებში" (1973). მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ექსტრემალური ამოცანები წრფივ ტოპოლოგიურ სივრცეებში", დაიცვა 1969 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999.  - გვ. 410; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.404

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-2009)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ეკონომიკური რეფორმების კომისია, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 2001 - ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია

Share: