შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ბათიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს. 1959-1970წწ. მუშაობდა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს მასწავლებლად; 1966-1970წწ. სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში მევიოლინე; 1967-1992წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მასწავლებლი, დოცენტი, პროფესორი. 1970-1972წწ. მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრში მევიოლინე; 1992 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში მევიოლინე. 1963 წლიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოსა და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზებში. 1966 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან ერთად კონცერტებს მართავდა ყოფილ სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ: გერმანია, ავსტრია, ჰოლანდია, იტალია, შვედეთი, ფინეთი, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, ჩეხოსლოვაკია, საბერძნეთი და სხვა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.32; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.229; misa.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |