შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალოდია გოგუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ლანჩხუთის რაიონი. სწავლობდა ოდესის უნტეროფიცერთა სამხედრო სკოლაში 1901-1903 წლებში. 1895-1898 წწ. მსახურობდა ბათუმში, რიხნელის და როტშილდის ქარხნებში; 1905 წელს დაპატიმრებულ იქნა "ოხრანკის" მიერ; 1906-1908 წწ. მოღვაწეობდა ბაქოში; 1909-1910 წწ. დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და მეურნეობას მიჰყო ხელი; 1910 წელს კვლავ ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში; 1910-1916 წწ. თანამოაზრეებთან ერთად ებრძოდა სოციალ - დემოკრატიული პარტიის სახელით გურიაში მოქმედ წითელრაზმელებს; 1918-1921 წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯავსნოსანი მატარებლის უფროსი; 1918 წელს აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში, საქართველო-სომხეთის ომში; 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მე–11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში; 1921-1923 წწ. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა თურქეთში; 1923 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში; თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან; 1963 წელს პარიზში გამოიცა მისი "მოგონებანი"; სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921 წლიდან ქართული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.72; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 100 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |