The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი ხარაბაძე

გოგი ხარაბაძე
Legal name:გიორგი ხარაბაძე
Date of birth:12 July, 1942
Date of death:17 August, 2023  (at 81 years)
Burial location:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress, Writer, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1994წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სპექტაკლებში განხორციელებული აქვს როლები: ჯარისკაცი ("ყვარყვარე თუთაბერი" 1959), დათო (ვ. როზოვის "ვახშმობის წინ"), ოთარი (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის "ბრალდება"), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დიტო (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადატრიალდება"), ჯიბო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ავტორი (ი. ჭავჭავაძის "ჩემო კალამო"),  დიდებული ("ჰამლეტი" 1960), ავთო ("მზიანი ღამე" 1966), ტარიელი ("ვეფხისტყაოსანი" 1966), ოიდიპოსი ("ოიდიპოს მეფე" 1976), ჯორჯ კლარენსი ("რიჩარდ მესამე" 1979) და სხვ. განსახიერებული აქვს კინოროლები: ოთარი ("გიორგობისთვე" 1966), კაზა ჩხეტია ("დათა თუთაშხია" 1978), ნოდარი ("ჩემი მეგობარი ნოდარი" 1967), ჰერცოგი ("დონ კიხოტი" 1989), თენგიზი ("გასერინება ყარაბაღში" 2005)  მერაბ სეთურიძე "რაიკომის მდივანი"), მირიან ტაბიძე ("გამოცხადება") და სხვ. გადაღებულია ვიდეოფილმებში: "ირინეს ბედნიერება" (აბესალო, 1974), "ოთარაანთ ქვრივი" (გიორგი და სოსია, 1978), "სატელევიზიო ოთხთავი" (1996) და სხვ. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: პოეზიის 30 წუთი (1974), "ბედი ქართლისა" (1975), აკაკი წერეთლის მონოლოგი (1979), ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი (1983) და სხვ. ფირფიტაზე ჩაწერილი აქვს "ვეფხისტყაოსანი" (1986), "გალობანი სინანულისანი" (1989). გამოქვეყნებული აქვს წიგნი "თქვენ მომაგონდით" (1989). 1983 წელს დაჯილდოვდა "ხუთწლედის მატიანის" პრემიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999.  - გვ. 409; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ. 78-79; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.153

Member of Organizations

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი (1968-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1988-)

Awards and Honors

  • 2017 - ხელოვნების ქურუმი
    ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2012 - პრემია "საგურამო"
  • 1987 - დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
  • 1986 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1976 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: