The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ბაბლიძე

ნინო ბაბლიძე
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967 წლიდან მუშაობს ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1967–1970წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში; 1970–1973წწ. იყო ექიმი ენდოკრინოლოგი; 1973 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975–1994წწ. მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებათა სამმართველოში წამყვან სპეციალისტად და სამეცნიერო საბჟოში სწავლულ მდივნად; 1975–1994წწ. იყო სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს "რეპროდუქტოლოგიის" სწავლული მდივანი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 4 მეთოდური რეკომენდაცია უშვილო ქორწინების პრობლემებზე. არის ექიმი–რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური მდგომარეობა ჰუბერტატულ–იუვენიური დისპიტუიტარიზმის დროს", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.26


გააზიარე: