Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ბაბლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967 წლიდან მუშაობს ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1967–1970წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში; 1970–1973წწ. იყო ექიმი ენდოკრინოლოგი; 1973 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975–1994წწ. მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებათა სამმართველოში წამყვან სპეციალისტად და სამეცნიერო საბჟოში სწავლულ მდივნად; 1975–1994წწ. იყო სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს "რეპროდუქტოლოგიის" სწავლული მდივანი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 4 მეთოდური რეკომენდაცია უშვილო ქორწინების პრობლემებზე. არის ექიმი–რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური მდგომარეობა ჰუბერტატულ–იუვენიური დისპიტუიტარიზმის დროს", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.26
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |