The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნელი ბაბუნაშვილი

ნელი ბაბუნაშვილი
Date of birth:29 July, 1933  (90 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისისსახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან.ჰიგიენური ფაკულტეტი 1957 წელს.

1958 წელს იყო რესპუბლიკური ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1960 წელს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968 წელს ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ამზადებს ექიმებს ელექტროფიზიოლოგიაში, კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე კარდიოლოგიაში. ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას ნორმისა და პათოლოგიის დროს. არის ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა ელექტროკარდიოგრაფიული და ბალისტოკარდიოგრაფიული მონაცემები და მათი ურთიერთკავშირი ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1966 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემის თავისებურება და გულის რიტმის მათემატიკური ანალიზი ქრონიკული ტონზილიტისა და ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებში", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.26

Member of Organizations

  • პედიატრიული საზოგადოება, წევრი

Share: