The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენია გელოვანი

ევგენია გელოვანი
ოფიციალური სახელი:ევგენია მინსკაია
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 2004  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიევი.

სწავლობდა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელში 1936–1945 წლებში; 1945–1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა;  შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ოდეტა–ოდილია, მაშა (პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "მაკნატუნა"), ტაო–ხოა (რ. გლიერის "წითელი ყაყაჩო"), ზარემა (ბ.ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), ჩელიტა (ლ.მინკუსის "დონ–კიხოტი"), ტანეჩკა (ი. მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი"), ლიზა (პ.ჰერტელის "ამაო სიფრთხილე"), თამარი (ს.ცინცაძის "ცისფერი მთის საიდუმლოება"), მზეთუნახავი (გ. კალაძის  "სინათლე"), ჯავარა, გალია გონჩარენკო (დ. თორაძის "გორდა", "მშვიდობისათვის") და სხვ. 1955 წელს გადაიღეს ფილმში "ქართული ბალეტის ოსტატები". 

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.582; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.104; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.comfacebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: