შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ გელოვანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლეჩხუმის მაზრა(ახლანდელი ცაგერის რაიონი), სოფელი სპათაგორა. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1901 წელს სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. პირველსავე წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს პეტერბურგიდან. 1902 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შევიდა პეტერბურგის ადვოკატურაში 1906 წელს. 1912 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო სათათბიროში წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მოითხოვა საქართველოს პოლიტიკური ავტონომია, თვითმმართველობის გაფართოება, მართლმსაჯულების, სახელმწიფო სკოლების ქართულ ენაზე მოწყობა. 1914–1918წწ. ეწეოდა ქველმოქმედებას I მსოფლიო ომის დასაწყისში; მეთაურობდა სახელმწიფო სათათბიროს სანიტარულ რაზმს თურქეთს ფრონტზე. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.582; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.558 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |