Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ გელოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სპათაგორა, ლეჩხუმის მაზრა (ახლანდელი ცაგერის რაიონი). დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1901 წელს სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. პირველსავე წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს პეტერბურგიდან. 1902 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შევიდა პეტერბურგის ადვოკატურაში 1906 წელს. 1912 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო სათათბიროში წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მოითხოვა საქართველოს პოლიტიკური ავტონომია, თვითმმართველობის გაფართოება, მართლმსაჯულების, სახელმწიფო სკოლების ქართულ ენაზე მოწყობა. 1914–1918წწ. ეწეოდა ქველმოქმედებას I მსოფლიო ომის დასაწყისში; მეთაურობდა სახელმწიფო სათათბიროს სანიტარულ რაზმს თურქეთს ფრონტზე. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. დესპინე გელოვანის შვილი და კონსტანტინე (კოწია) გელოვანის ძმა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.582; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.558; აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.7 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |