The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუგული გოდერძიშვილი

გუგული გოდერძიშვილი
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 2008  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტი 1950 წელს.

1968 წლიდან იყო საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო–კვლევით ინსტიტუტის პარაზიტოლოგიის კათედრის გამგე; 1992-1999წწ. ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1997-1998წწ. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; მან შეიმუშავა ზოგიერთი ჰელმინთოზის საწინააღმდეგო ღონისძიებანი, რომლებიც დანერგილია სავეტერინარო პრაქტიკაში; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საწარმოო პირობებში მომზადდა პრეპარატი დარიშხანმჟავა კალა(კალას არსენატი), გამოინახა ამ ჯგუფის საშუალებები(თუთიის, მანგანუმისა და კალციუმის არსენატი), რომლებიც გამოიყენეს საბჭოთა კავშირში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, აქვს 4 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე; 2003 წელს საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო–კვლევით ინსტიტუტის პარაზიტოლოგიისა და ვეტერინალურ–სანიტარულ ექსპერტიზის კათედრას მისი სახელი ეწოდა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ვეტერინარი ექიმი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.74; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.35

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: