The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბენიძე

ოთარ ბენიძე
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1981 წელს.

1971-1975წწ. მუშაობდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ექსპერტ-კრიმინალისტად; 1975-1982წწ. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში განყოფილების უფროსი; 1991-1992წწ. აფხაზეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 1992-1996წწ. იუსტიციის მინისტრი. 1996 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი -მოსამართლე; 1996-2004წწ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მეორეკოლეგიის თავმჯდომარეგამოქვეყნებული აქვს სტატიები აფხაზეთის თემაზე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1996-97. -გვ.37

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი
  • 1994 - იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება

გააზიარე: