შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გოდერძიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო–კვლევითი ინსტიტუტი 1985 წელს. 1986-2006წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულტეტის მიკრობიოლოგია–ვირუსულოგიის კათედრის დოცენტი, შემგეგ პროფესორი; 2006 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებეთა დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორი; ეწევა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას; პირველმა გამოიყენა ცხოველთა ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ ინტერფერონი; დაადგინა ღორის ახ. ლეიკოციტარული ინტერფერონის მაღალი ანტივირუსული ეფექტი მსხვილფეხა პირუტყვის პარაგრიპ–3–სა და ღორის გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის; ვეტერინარი ექიმი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.74 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |