შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლეჩხუმის მაზრა(ახლანდელი ცაგერის რაიონი), სოფელი სპათაგორა. 1918–1920წწ. სწავლობდა გ. ჯაბადარის სტუდიაში; 1912 წელს იყო ბაქოს ქართული თეატრის მსახიობი; 1913–1914წწ. და 1916 წლებში ბათუმის თეატრის მსახიობი; 1914–1915წწ. ქუთაისის თეატრის მსახიობი; 1921–1922წწ. და 1936–1939წწ. შ. რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1942–1948წწ. მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ვასკა პეპელი (მ. გორკის "ფსკერზე"), ბესო(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), სიმონი(ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), სტალინი(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"). როგორც რეჟისორს დადგმული აქვს ვ. შალიკაშვილის "გადაჭრილი მუხა", ნ. შიუკაშვილის "სულელი" და სხვ. 1924 წლიდან კინოში იღებდნენ. განსახიერებული აქვს როლები: ბახვა ფულავა ("სამი სიცოცხლე"), კირილე ("ნარინჯის ველი"). მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები: "ახალგაზრდობა იმარჯვებს"(1928), "ნამდვილი კავკასიელი"(1931), "დამკვრელი"(1931); განასახიერა სტალინის სახე სხვადასხვა კინოსტუდიის ფილმებში: "დიადი განთიადი"(1938), "ცარიცინის დაცვა"(1942), "ფიცი"(1946), "ბერლინის დაცემა"(1950). წყარო:საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.582 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |