The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გოდუაძე

დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 1990  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს.

1950 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საპროექტო ინსტიტუტში სახვადასხვა თანამდებობებზე; 1965 წლიდან იყო "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალის მთავარი არქიტექტორი; 1968 წლიდან ამავე საპროექტოს მთავარი ინჟინერი; 1956-1957წწ. და 1972-1975წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი ძირითადი ნამუშევრებია: სასტუმრო "თბილისი" (1954, ქუთაისი), ორდარბაზიანი კინოთეატრი (1957, ქუთაისი), საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა (მარტვილი), კულტურის სახლი (1973, საჩხერე).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.75

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტურის კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1963-1978)
  • ქუთაისის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომი, თავმჯდომარის მოადგილე (1973-1983)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: