The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბერიკაშვილი

გივი ბერიკაშვილი
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:10 აპრილი, 2017  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოლაგში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956-1958წწ. იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი; 1958-1967წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1967-1975წწ. რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მონაწილეობდა ფილმებში: "ღვინის ქურდები", "მზე შემოდგომისა", "ლონდრე", "სიყვარული ყველას უნდა", "სამოთხის გვრიტები", "მიჯაჭვული რაინდები" და სხვ. მიღებული აქვს წლის საუკეთესო მამაკაცის პრემია, სპექტაკლში - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1996-97. - გვ.37; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.482; საქართველოს ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.284

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: