The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივლიანე ხაინდრავა

ივლიანე ხაინდრავა
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი 1973 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს.

1973-1989წწ. მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ლაბორანტის თანამდებობიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლამდე; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი, ერთობლივი საწარმო "უნიფარმი"; საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი", რადიოკომპანია "საქართველო", რადიო "თავისუფლება"; 1992-1995წწ. გაზეთი "Новая Газета"; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი " 11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით1996-2009წწ. იყო პლურალიზმის ცენტრში სამხრეთკავკასიური კვლევების განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის დირექტორი; 2002 წლის აპრილ-აგვისტოში მოწვეული მკვლევარი დემოკრატიის კვლევების საერთაშორისო ფორუმში, ეროვნული ფონდი დემოკრატიისათვის (NED) (ვაშინგტონი, აშშ.); 2004-2008წწ. საქართელოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით2008-2012წწ. სამხრეთკავკასიური კვლევების პროგრამის დირექტორი რესპუბლიკურ ინსტიტუტში; 2012 წლის დეკემბრიდან - რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი; 2014 წლიდან საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. რამდენიმე ასეული პუბლიკაციის ავტორი ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში; მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე, მომხსენებელი და მოწვეული ექსპერტი. პროფესიულ ინტერესთა ძირითადი სფეროებია: ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოება; კონფლიქტები; დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება; არჩევნები.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 407; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.403

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმი, წევრი (1990-1992)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი , წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აფხაზეთის საქმეთა კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "რესპუბლიკელები" , წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის რესპუბლიკის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2005)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავმჯდომარე (1996-2000)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, წევრი (1992-)
  • სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)
  • სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1993-1995)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: