The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გოზალიშვილი

შალვა გოზალიშვილი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 1993  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1930 წელს.

1926 წელს იყო ზემო ბოდბის დაწყებითი სკოლის გამგე და მასწავლებელი. 1930-1939წწ. სხვადასხვა რაიონებში მსახურობდა მასწავლებლად. 1939-1941წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 194I-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1946 წლის 26 მარტს დემობილიზებულ იქნა და განაგრძო მუშაობა საქართველოს სახელწიფო მუზეუმში. 1953 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1964 წელს კი დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1958-1964წწ. მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის უმცროს, ხოლო 1965-1064 წლებში ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1965 წლის მარტიდან კი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.  სხვადსხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკაში; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში;  თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; იკვლევდა XIX-XX საუკუნის ქართული მწერლობის საკითხებს; გამოქვეყნებული აქეს 130-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10-ზე მეტი მონოგრაფია ალექსანდრე ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, ილია ჭაეჭავაძის და სხვათა შესახებ. მას დიდ სამამულო ომში მონაწილეობისათვის მიღებული ჰქონდა "სამამულო ომის II ხარისხის" ორდენი და რამდენიმე მედალი. ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.78; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 28-29

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: