The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა
ოფიციალური სახელი:გიორგი ხაინდრავა
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს; საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი 1986 წელს.

1988 წლიდან იყო თეატრალური ინსტიტუტის სახელოსნოს, 1991 წლიდან კი - შემოქმედებით სახელოსნო "TMS"-ის გენერალური დირექტორი; 1992 წლიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის დოკუმენტური კინოს სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1998 წლიდან რადიო "ფორტუნას" პროგრამების დირექტორი; 1991-1992 წლებში ჩაერთო პოლიტიკურ მოვლენებში; 1992-1993 წწ. იყო სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საკითხებში; 2004-2006 წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში; განაგრძობდა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას; 07.06.2008-20.06.2008 წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; სხვადასხვა წლებში მუშაობდა დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებზე: "საქართველოს სინამდვილე", "ქართული მართლმადიდებელი ეკლესია", "ავტოპორტრეტი", "ზარი", "სიკეთის ტელეფონი", "ნეილონის ნაძვის ხე", "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი ", "შავი თვალები", "ურგა", "ოცნებების სასაფლაო" და სხვა. მიღებული აქვს შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის "ოქროს არწივის" გრანპრი და კინოკრიტიკოსთა პრემია ფილმისთვის - "ოცნებების სასაფლაო" (1997), სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალის "კინოტავრის" გრანპრი და ჟიურის პრიზი "ფიპრესი" ფილმისთვის - "ოცნებების სასაფლაო" (1997); სან-ფრანცისკოს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო "მსოფლიო კულტურები და ურთიერთგაგება" ფილმისთვის - "ოცნებების სასაფლაო" (1997), რუსეთის საერთაშორისო კინოფორუმის გრან-პრი და ჟიურის სპეციალური პრიზი, წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზი ფილმისთვის - "ქართული მართლმადიდებლური ეკლესია", კიევის საერთაშორისო კონოფესტივალის პრიზი საუკეთესო გამოსახულებისთვის ფილმისთვის "ავტოპორტრეტი".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 406; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.402; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)
  • სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

გააზიარე: