The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოთუა

გიორგი გოთუა
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1871
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 1936  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბელგრადი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი.

1902 წლიდან მსახურობდა 256-ე ღუნიბის და მე–8 კრასნოვოდსკის სარეზერვო ბატალიონებში; 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომში; თავდაპირველად მეთაურობდა ბატალიონს, შემდეგ კი რუსეთის საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში მყოფ "ღირსების საგანგებო ლეგიონს" საფრანგეთში; მისმა ლეგიონმა მოკავშირე არმიებს შორის პირველმა გაარღვია სახელგანთქმული "ჰინდენბურგის ხაზი", რისთვისაც მიიღო "საპატიო ლეგიონის" ორდენი; 1918 წელს წავიდა ემიგრაციაში (იუგოსლავია); რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი (1918). მიღებული ქონდა უმაღლესი სამხედრო ჯილდოები, მათ შორის: საფრანგეთის სამხედრო ჯილდოები – საპატიო ლეგიონის ორდენი და ფრანგული სამხედრო ჯვარი (პალმით ლენტზე).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.78

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: