The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პართენ გოთუა

პართენ გოთუა
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 1936  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, ქ. თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ძიმითი.

დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1898 წელს იყო ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებლისა და ქალთა გიმნაზიის ისტორიის, გეოგრაფიის პედაგოგი და მეთოდიკის მასწავლებელი; 1899 ვლადიკავკაზის ქართული სკოლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი; 1903 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში ბეჭვდითი კომიტეტის ცენზორად; სიჭაბუკის დროიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო ასპარეზზე; აქვეყნებდა მოთხრობებს, თარგმანებს და ნარკვევებს ჟურნალ–გაზეთებში: "ცნობის ფურცელი", "ჯეჯილი", "ივერია", "მწყემსი", "კვალი", "მოამბე"; აქტიურად მონაწილეობდა საქალაქო და ცენტრალური ბანკის დაფუძვნებაში, რომელსაც თვითონ ჩაუდგა სათავეში; 1905 წელს დააარსა ქართულ ეროვნული ორიენტაციის რუსულენოვანი გაზეთი "ვოზროჟდენიე"; გამოუშვა ქართული გაზეთი "სავაჭრო გზა" და "ახალი დროება"; დასტამბა არაერთი ნაშრომი საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე; მისი თაოსნობით გაფართოვდა ვლადიკავკაზის ქართული სკოლის შენობა, აშენდა სათეატრო დარბაზი, შეიქმნა ქართველ მსახიობთა დასი და მომღერალთა გუნდი; იღვწოდა აჭარაში ქართული სკოლების ქსელის გასაფართოებლად და თბილისში პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად; იყო ქველმოქმედი, ეხმარებოდა ახალგაზრდა მწერლებსა და სტუდენტებს; მის კალამს ეკუთვნის დრამები: "სიკვდილი", "სამზადისი", "კენჭისყრა", "პარტიის კაცი"; ჟურნალისტ–გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე. მწერალ ლევან გოთუას მამა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.79; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.659

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ედპ, წევრი
  • ვლადიკავკაზის ქართული საზოგადოება, თავმჯდომარე (1899-)
  • ქ. თბილისის საბჭო, წევრი (1907-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ოქროს მედალი, თხზულებისთვის – "1889 წლის საფრანგეთის სათავადაზნაურო დარიგებები"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: