შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ გოკიელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ–ეკონომიკური ფაკულტეტი 1925 წელს. 1926-1930წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმქიფო საგეგმო და საფინანსო ორგანოებში; 1928 წლიდან კითხულობდა ლექციებს ფინანსთა სახალხო კომისარიატის სააღრიცხვო და საფინანსო კურსებზე, შემდეგ თბილისის საფინანსო–კოოპერაციულ ინსტიტუტში; 1933 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1937-1938წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი; 1958-1985წწ. სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრის გამგე; მისმა სამეცნიერო ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა ფინანსებისა და ვაჭრობის ეკონომიკის, აგრეთვე სახალხო მეურნეობის დაგეგმვის პრობლემების შესწავლაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.80 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |