The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ გოკიელი

არჩილ გოკიელი
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1903
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1985  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ–ეკონომიკური ფაკულტეტი 1925 წელს.

1926-1930წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმქიფო საგეგმო და საფინანსო ორგანოებში; 1928 წლიდან კითხულობდა ლექციებს ფინანსთა სახალხო კომისარიატის სააღრიცხვო და საფინანსო კურსებზე, შემდეგ თბილისის საფინანსო–კოოპერაციულ ინსტიტუტში; 1933 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1937-1938წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი; 1958-1985წწ. სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრის გამგე; მისმა სამეცნიერო ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა ფინანსებისა და ვაჭრობის ეკონომიკის, აგრეთვე სახალხო მეურნეობის დაგეგმვის პრობლემების შესწავლაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: