The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჭყონია

გიორგი ჭყონია
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი მეტყევე ინჟინრის სპეციალობით 1984 წელს.

1977-1992წწ. იყო სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1996წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი; 1996-1998წწ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; 1998-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, მწვანეთა პარტია; 1999-2002წწ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე. არის 4 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 404; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.399

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მწვანეთა პარტია, წევრი (1991-)

გააზიარე: