შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ გელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში; 1947–1958წწ. და 1968–1984წწ. იყო ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1984 წლიდან რესპუბლიკური სამეცნიერო–პრაქტიკული ეპილეფთოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1958 წლიდან მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი–ნევროპათოლოგი (1972), პროფესორი (1977). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პარკინსონური სინდრომის ზოგიერთი ფენომენის პათოფიზიოლოგიისათვის", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიის ეტიოპათოგენეზური ზოგიერთიასპექტის შესახებ", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.60; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.580; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.322 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |