The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ გელაძე

თინათინ გელაძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 2021  (100 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში; 1947–1958წწ. და 1968–1984წწ. იყო  ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1984 წლიდან რესპუბლიკური სამეცნიერო–პრაქტიკული ეპილეფთოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1958 წლიდან მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი–ნევროპათოლოგი (1972), პროფესორი (1977).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პარკინსონური სინდრომის ზოგიერთი ფენომენის პათოფიზიოლოგიისათვის", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიის ეტიოპათოგენეზური ზოგიერთიასპექტის შესახებ", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.60; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.580; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.322

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ეპილეფსიის აკადემია, წევრი
  • ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი (1996-)
  • ნიუ-იორკის ეპილეფსიის აკადემია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ეპილეპტოლოგიური სკოლის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისა და სამედიცინო კადრების აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის
  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ეპილეფსიის პრობლემების შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის

გააზიარე: