შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ჭურღულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1973 წელს. 1978-1981წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის დაზგური გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში; 1974-1975წწ. იყო ესთეტიკის ინსტიტუტის მხატვარი; 1976-1978წწ. საბავშვო სამხატვრო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის თბილისის და მოსკოვის სხვადასხვა გალერეებში, ზაარბრიუკენში (1983), ბერლინის კულტურულ ცენტრში (1988), ლენინგრადში (1989), ბუდაპეშტში (1990), ბარსელონაში (გალერეა "Brok", 1990), პროვანსში (საფრანგეთი, გალერეა "ჩერუსე", 1991), ბელგიაში (1993), კოპენჰაგენში (1994), ბაქოს ხელოვნების ცენტრში (1995). მისი ნამუშევრები დაცულია : დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში ( მოსკოვი, რუსეთი), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), საქართველოს, ვენის, რომის, მიუნხენის, მოსკოვის, დუბროვსკისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში. არის 50-მდე წიგნის მხატვარი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 404; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 226-227 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |