The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ბადრიძე

ბადრი ბადრიძე
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1982წწ. მუშაობდა გორის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1982–1986წწ. ახალციხის რაიონის ქ. ვალეს მედ. სან. ნაწილის ქირურგიულ განყოფილებაში; 1986–1988წწ. იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ფილტვის ქირურგიის განყოფილების კლინიკური ორდინატორი; 1988 წლიდან ამავე განყოფილების ექიმი–ორდინატორი. ავტორია 9 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფილტვებიდან სისხლდენისა და არასპეციფიკური ჩირქოვანი პროცესების მკურნალობას. არის ფილტვის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვებიდან სისხლდენის სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობის შედარებითი შეფასება", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.27; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.204

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
    1992–1993წწ. აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის

გააზიარე: