შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე გელეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი 1888 წელს. 1898–1903წწ. მუშაობდა პეტერბურგში ცნობილი ქართველი ფიზიოლოგის ი. თარხნიშვილის ჟურნალში მდივნად, თანამშრომლობდა "ლეგალური მარქსისტების" ორგანოებში – "ნოვოე სლოვო", "ნაჩალო" და "ჟიზნი", სადაც განაგებდა ამიერკავკასიის განყოფილებებს; 1903–1905წწ. იყო ბაქოს საქალაქო თვითმმართველობის მდივანი; 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე), საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; 1923-1929წწ. მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში; 1927-1929წწ. საქართველოს რევოლუციის მუზეუმში; 1933-1937წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.581; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.89; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3. -თბ., 1986.-გვ.38; firstrepublic.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |