The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედიშერ გელაშვილი

ედიშერ გელაშვილი
ოფიციალური სახელი:ნუგზარ გელაშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1934
გარდაცვ. თარიღი:27 მარტი, 2022  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს.

არის თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის  ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიკული ტენორი). შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: მალხაზი, სტუმარი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), კოტე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ლენსკი, გოდემონი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"), ალფრედი, ჰერცოგი (ჯ. ვერდის "ტრავიატა", "რიგოლეტო"). 1973 წლიდან ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.580; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.49; თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: