The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ჭკუასელი

ჯემალ ჭკუასელი
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 2021  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, მომღერალი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1971-1973წწ. იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979წწ. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986წწ. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი; 1986-2015წწ. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლის (1999 წლი­დან ეწო­და "ერი­სი­ო­ნი") სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და დი­რექ­ტო­რი; 2015 წლი­დან ან­სამ­ბლის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რ; 1997 წლი­დან არის ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის დი­რექ­ტო­რი; 2013 წლის 18 მა­ისს ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის წინ მისი სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა; 2013 წელს ფონდმა "ქართული გალობა" ჯემალ ჭკუასელი დააჯილდოვა ნომინაციაში ღვაწლმოსილი ლოტბარი; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი არა­ერ­თი ჯილ­დო­სა და სტა­ტუ­სის მფლო­ბე­ლი გახ­და; ჯე­მალ ჭკუ­ა­სელს და ან­სამ­ბლ "ერი­სი­ონს" მი­ე­ნი­ჭა – ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის, ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის – შვე­ი­ცა­რი­ის სა­რე­ი­ტინ­გო ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიზ­ნეს რე­ი­ტინ­გე­ბის კავ­ში­რის ერ­თობ­ლი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო; ასევე ოზურ­გე­თის, შე­მოქ­მე­დის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წოდება.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 403; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.252; ambebi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2015 - ხელოვნების ქურუმი
    ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1984 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ხე­ლო­ვან­თა ოქ­როს ფონ­დის კულ­ტუ­რის რა­ინ­დი
  • პრე­ზი­დენ­ტის ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი
  • რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი
  • საქართველოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი

გააზიარე: