შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1971 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1983 წელს. 1978-1992წწ. მუშაობდა ქ. თბილისის კომუნალური გაერთიანების სამმართველოს უფროსად; 1991-1994წწ. თბილმეურნეობის სპეციალური სამმართველოს უფროსად, შპს "T-ენერგიის" პრეზიდენტი; 1994 წლიდან მერიის საგარეო ეკონომიკური ცენტრის გენერალური დირექტორი; 1997-2005წწ. იყო ქ. თბილისის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი; 1998-1999წწ. იყო ს.ს. "თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ენერგეტიკული კომპანია "ჟინერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; შპს "ორთაჭალენერჯის" გენერალური დორექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; თ. ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით, კოლეგა და პარტნიორ ენერგეტიკოსებთან ერთად, განხოციელდა "ჟინვალჰესისა" და "ორთაჭალჰესის" სრული და მასშტაბური რეაბილიტაცია; 2003 წლიდან არის ფილიპინების რესპუბლიკის საპატიო გენერალური კონსული საქართევლოში. ენერგეტიკოსი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 402; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.129; გიორგი გიორგაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |