The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ჭიჭინაძე

ამირან ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:24 ივნისი, 2007  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, ინჟინერი, სცენარისტი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი 1957 წელს; მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1964 წელს.

1957-1962წწ. გაიარა გზა ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკოსიდან უფროს ინჟინრამდე;1968-1973წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიის, 1974-1977წწ. კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის, 1977-1985წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორი; ლიტერატურული განყოფილების უფროსი. ავტორია მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სცენარებისა და მოთხრობების.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 401; geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კომიტეტი, წევრი
  • კომპანია "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭო, წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: