The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გელაშვილი

ნიკოლოზ გელაშვილი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1906  (120 წლის)
გარდაცვ. თარიღი:199?
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძირულა, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლი-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1931 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1933 წელს.

მუშაობდა მეღვინეობის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. 1937-1943წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი; 1944-1952წწ. საკავშირო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის შამპანური მეღვინეობის განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის კათედრის გამგე, პროფესორი (1970). გამოქვეყნებულია მისი 40 სამეცნიერო ნაშრომი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.580; გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.96

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1967 - ტექნიკის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის დიდი მედალი)

ბიბლიოგრაფია

  • მეღვინეობა (ავტორი) // ნაწ. 2. - თბილისი, საქ. სას.-სამ. ინ-ტის გამ-ბა, 1961. - 438გვ.
  • მეღვინეობა : სახელმძღვ. საქ. სას.-სამ. ინ-ტების ტექნოლ. სპეც. (ავტორი) // ნაწ. 1. - თბილისი, საქ. სას.-სამ. ინ-ტის გამ-ბა, 1961. - 346გვ.

გააზიარე: