The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიკო ჭიაურელი

სოფიკო ჭიაურელი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2 მარტი, 2008  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობია, პარალელურად მუშაობს რუსთაველის თეატრში, 1971 წელს კი მარჯანიშვილის თეატრში. მესრულებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი როლი. რუსთაველის თეატრში: ჰერმია (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი"), ანაისი (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი"), ელენა ნიკოლაევნა (მ. გორკის "მდაბიონი"), ანტიგონე (ჟ. ანუის "ანტიგონე"); მარჯანიშვილის თეატრში: კიტი (ა. აღლაძის "მღელვარე დღეები"), რაპა (ნ. პერიალისის "ბაფთიანი გოგონა"), ჯულიეტა (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ხატია (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), ნენსი (ა. კრონინის "ბროუდის ციხესიმაგრე"), თეკლა (ი. გობრონიძის, ო. იოსელიანის "ნოველების საღამო"), ჟანა (ჟ. ანუის "ჟანა დ' არკი"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), აგაფია ტიხონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), ნეგინა (ა. ოსტროვსკის "ტალანტები და თაყვანისმცემლები"), კლარა ცახანასიანი (ფ. დიურენმატის "მილიარდელის ვიზიტი"), მართა (ი. ბუკოვჩანის "მამლის ყივილამდე"), რეგინა (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"), სარე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), მადამ სან-ჯენი (ვ. სარდუსა და ა. მოროს "მადამ სან-ჟენი"), ანა კარენინა (ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"), მექსინფოკი (ტ. უილიამსის "იგუანას ღამეები"), ბეტსის მთავარი როლი ითამაშა და მისივე რეჟისორობით განხორციელდა პ. ზენდელის "გვირილა"; გადაღებულია კინოფილმებში: ციცინო ("ჩვენი ეზო", 1956), ტასია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1964), თამარი ("ენგურის ნაპირებზე", 1961), ლალი ("ამბავი ერთი ქალიშვილისა", 1960), ზოსია ("გენერალი და ზიზილები", 1963), მზექალა ("ხევსურული ბალადა", 1965), საიათნოვა, ანა ბატონიშვილი, თურქი გოგონა, მონობანი, ანგელოზი, მუზა ("საიათნოვა", 1966), სოფიკო ("ფერისცვალება", 1968), ელენე ("ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", 1965), სოფიკო ("არ დაიდარდო", 1969), სიდონია ("წუთისოფელი", 1971), ვარდო ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), თამრო ("აურზაური სალხინეთში", 1974), ეკა ("ქვიშანი დარჩებიან", 1976), ნანო ("დათა თუთაშხია", 1977), ფუფალა ("ნატვრის ხე", 1976), მუსიკის მასწავლებელი ("ძაღლი", 1979), არევიკი ("არევიკ", 1978), კურტიზანი ქალი ("შეცდომათა კომედია"), დედა ("ალიბაბა და 40 ყაჩაღი", 1979), თურვანდა ("სილის გაწვნა", 1980), ბებია ("პეტროვისა და ვასიჩკინის არდადეგები", 1984), ვალერია ("მილიონი საქორწინო კალათაში", 1986), ვარდო ("სურამის ციხე", 1986), პრეზიდენტის მეუღლე ("ახლო აღმოსავლეთის ისტორია", 1987), დედა ("მოხეტიალე ვარსკვლავები", 1991), მისის ლექსკი ("ღამის პეპელას გაფრენა", 1992), სიკვდილი ("სამი საშინელი", 1992), სოფიკო ("მთვარიანი ველის სერენადა", 2003), ბებია ("შუქურა", 2006) და სხვა; 1974–1979წწ. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 2003 წლიდან ერთი მსახიობის თეატრ "ვერიკოს" სამხატვრო ხელმძღვანელია; აქ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ეკა, იადონა (რ. კლდიაშვილის "მარტოობის ბინადარი" და "იადონას თეატრი"), გრასიელა (გ. მარკესის "სიყვარულის სულთათანა"), რეჯინა (მ. სანტაელის "დედა დედოფალი"), ტაკიმასხარა (ი. გარუჩავას, პ. ხოტიანოვსკის "პლანეტების დაბადება") და სხვა. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის იყო არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიების ლაურიატი (1957, 1965, 1966 , 1971, 1972, 1974, 1976, 1978, 1992). თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 398; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.55; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - "აღმაშენებლის ვარსკვლავის" ორდენის კავალერი (სანკტ-პეტერბურგი)
  • 2003 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • 2003 - ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია, "ეკრანის დედოფალი"
  • 2002 - ნუცა ჩხეიძის სახელობის პრემია
  • 2000 - მოვსეს ხორენაცის სახელობის მედლის კავალერი
  • 2000 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1997 - ნატო ვაჩნაძის სახელობის პრიზი
  • 1997 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1996 - ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
  • 1995 - ფოთის საპატიო მოქალაქე
  • 1981 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    სოფიკოს როლისათვის კინოფილმ "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (რეჟ.: ლ. ღოღობერიძე, 1978)
  • 1980 - სახელმწიფო პრემია
  • 1979 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1974 - საქართველოს კომკავშირის პრემია
    სიდონიას სახის შექმნისთვის კინოფილმ "წუთისოფელში" (რეჟ.: შ. მანაგაძე, ნ. მანაგაძე, 1971)
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1965 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1956 - მოსკოვის საერთაშორისო კინო ფესტივალის ოქროს მედალი, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის
    ციცინოს სახის შექმნისთვის კინოფილმში "ჩვენი ეზო" (რეჟ.: რ. ჩხეიძე, 1956)
  • კვიპროსის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: