შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ჭანტურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქალაქი ჯვარი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს. 1986-1989წწ. სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1985-1990წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი; 1990-1995წწ. დოცენტი; 1995-1997წწ. პროფესორი; 1993-1996წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი; 1998-1999წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 1999-2004წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; 1991-1996წწ. მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში; 1993-1994წწ. მისი თანაავტორობით მომზადდა კანონი მეწარმეთა შესახებ; 1993-1996წწ. იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში; 1996 წლიდან არის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი კერძო სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში; 2004-2006წწ. ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდიატი მაქს-პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტში(ჰამბურგი); 2006-2009წწ. პროექტის "კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა კერძო სამართალი" ხელმძღვანელი ბრემენის უნივერსიტეტში; 2009-2011წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების უფროსი მრჩეველი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სამართლის რეფორმის პროექტში; 2011-2013წწ. კილის უნივერსიტეტის გასტპროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტი(გერმანია); 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2018 წლის 8 იავრიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან; 220-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და თურქმენულ ენებზე. სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "უძრავი ნივთების საკუთრება. შედარებითი სამართლებრივი ანალიზი გერმანული სამართლის მაგალითზე", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 395; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.185 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |