The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გელაშვილი

დაბადების თარიღი:13 მაისი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა მოსკოვის ქიმიური მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის ქიმიური წარმოების მართვისა და კონტროლის მექანიკური ხელსაწყოების ფაკულტეტი.

1957–1980წწ. მუშაობდა სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "სოიუზის" სამეცნიერო–კვლევით ქიმიურ–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ განყოფილების გამგედ; 1981 წლიდან იყო თბილისის მეტროლოგიის საშუალებათა ავტომატიზაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტისა და სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "ისრის" გენერალური დირექტორი; ხელმძღვანელობდა მეტროლოგიაში ავტომატური სისტემების  ფიზიკურ კვლევას და ამ სისტემების  დამუშავებას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი ავტომატიკის დარგში. პროფესორი(1986), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი(1980).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.580

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: