შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1945 წელს. 1949 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბიჭიკო (მ. ბარათაშვილის "მარინე"), რევაზი (ლ.არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), მირიანი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გრაფი კენტი (ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი"), ლევან ბატონიშვილი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ალექსანდრე(ა. ცაგარელის "ოინბაზი"–"ძველი ვოდევილები"). კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიორგი ("დავით გურამიშვილი" 1946 წელი), თორნიკე და ყარაჩოხელი ("ქეთო და კოტე" 1948 წელი), გირშელ ერისთავი ("დიდოსტატის მარჯვენა" 1969 წელი), კოსტა ზარანდია ("დათა თუთაშხია" 1977 წელი), თომა ("წიგნი ფიცისა" 1983 წელი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.581; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.225 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |